კანისა და ვენერიულ დაავადებათა დისპანსერის გენერალური დირექტორის, გიორგი გალდავას დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი გალდავა, სავარაუდოდ დისპანსერში მომუშავე ექიმმა დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.