უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადის 225 დეპუტატს დიპლომატიური პასპორტები გაუუქმა.
უკრაინული მედიის ცნობით, დეპუტატები, რომლებიც ოფიციალური მივლინებების შემდეგ არ წარადგენდნენ დიპლომატიურ პასპორტებს, საგარეო უწყება საბუთის ანულირებას მოახდენს.
„ამბობენ, რომ ზელენსკი გაბრაზებულია, რადგან დეპუტატები, ომის დროს უცხოეთში უსაქმოდ დადიან“, - წერს მედია.
მედიის ცნობოთ, დიპლომატიური პასპორტი გაუუქმდა დავით არახამიას, ელიზავეტა იასკოს, ოლექსი გონჩარენკოს, მაქსიმ ბურჟანსკისა და სხვებს.
Unian-ის ცნობით, სახალხო დეპუტატები ომის დროს, უკრაინას ტოვებდნენ და მივლინებებში მიდიოდნენ. „სახალხო დეპუტატების ვიზიტები იყო რეზონანსული. მაგალითად „ხალხის მსახურის“ დეპუტატი ნიკოლაი ტიშენკო ჩეხეთში საქველმოქმედო ვახშამზე დააფიქსირეს, რასაც სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.