საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის – სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 3.0 (ml) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა თბილისის დროით 21:52 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი წალკასთან, სოფელ სალამალეიქისთან დაფიქსირდა.