„14 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და დაიწყო ომი, რომელსაც მოჰყვა სიკვდილი, ტანჯვა და ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ მას.
ევროპარლამენტი მტკიცედ დგას საქართველოს გვერდით მოთხოვნაში, შეწყდეს რუსული ოკუპაცია და აღდგეს მისი ტერიტორიული მთლიანობა", - ასე იხსენებს დღეს ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ევროპარლამენტარი რუსეთ-საქართველოს ომს.
„2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს და ომი დაიწყო, მე ვიყავი ესტონეთის ელჩი რუსეთში (2007-2011). მე გახლდით ესტონეთის ელჩი რუსეთში 2007 წელს, როდესაც რუსეთმა კიბერშეტევა განახორციელა ჩემს ქვეყანაზე. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში, პირადად განვიცადე, როგორც ესტონეთის ელჩმა რუსეთში. ასე რომ, მე არ ვარ გულუბრყვილო რუსეთთან მიმართებით...
საქართველო რუსეთის ნომერ პირველი მტერი იყო იმ დროს, როცა მე ელჩი ვიყავი. საელჩოში მიგვქონდა ხოლმე ქართული ღვინო, რომელიც აკრძალული იყო მოსკოვში, ტალინის სუპერმარკეტიდან ჩამოვიტანეთ და ასე ვუმასპინძლდებოდით სტუმრებს. 2008 წელს მე ამას „ღვინის მცირე დიპლომატია“ ვუწოდე“, - საუბრობს Europetime-თან ერთ-ერთ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესტონეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი.