twitter-მა დონალდ ტრამპს პირადი გვერდი სამუდამოდ დაუბლოკა

სოციალურმა ქსელმა, twitter-მა აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირადი გვერდი ისევ დაუბლოკა. კომპანიის ცნობით დაბლოკვა სამუდამოა.

twitter-მა დაბლოკვის მიზეზად პრეზიდენტის ქმედებებით კომპანიის წესების დარღვევა სახელდება.

npr.org-ის ცნობით, ეს ქმედება ყველაზე მასშტაბური სასჯელი იყო, რაც ოდესმე სოციალურმა მედიაკომპანიამ ტრამპის წინააღმდეგ მიიღო, რადგან ტრამპმა Twitter- ის ანგარიში კონკურენტებზე თავდასხმისა და დეზინფორმაციის ფართოდ გავრცელებისთვის გამოიყენა.

„ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი ტვიტების ყურადღებით შესწავლისა და მათი კონტექსტის შედეგად, განსაკუთრებით, თუ როგორ აღიქმება და ინტერპრეტირდება ისინი „ტვიტერსა„ და მის გარეთ, ჩვენ სამუდამოდ შევუჩერეთ ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო“, – ნათქვამია „ტვიტერის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

პირადი გვერდები განსაზღვრული დროით დაბლოკეს facebook-მა და Instagram-მაც.

სოციალურმა მედია კომპანიებმა ტრამპის გვერდების დაბლოკვის გადწყვეტილება, კაპიტოლიუმზე ტრამპის მომხრეების თავდასხმის შემდეგ მიიღო.