გაგრაში ხანძარი საცხოვრებელ სახლებს მიუახლოვდა

ძველ გაგრაში ხანძარს ისევ ვერ აქრობენ. ცეცხლი სანატორიუმ „მოსკოვის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი სახლებს მიუახლოვდა. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ დაწყებულა.

ქარის გამო ადგილობრივ მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა უჭირთ. ტყეები იწვის გაგრაში, გუდაუთაში, ოჩამჩირესა და გალის რეგიონებში. გალის რაიონში ხანძრის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიწვა და მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

სოხუმის დე-ფაქტო ხელისუფლების თქმით, მათ სჭირდება სახანძრო ვერტმფრენი, მაგრამ აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს არ აქვს.

ქართულმა მხარემ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს ყველა სახის სახანძრო დახმარება შესთავაზა, თუმცა არ აღიარებული რესპუბლიკის მთავრობამ ქართული მხარის შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების მინისტრმა გააკეთა. მისი თქმით, აფხაზ მეხანძრე-მაშველებს მხოლოდ წვიმებისა და თოვლის იმედი აქვთ, რომელსაც სინოპტიკოსები 9 იანვრიდან ვარაუდობენ.