სოც ქსელებში დაბლოკვის შემდეგ ტრამპი სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს

„ტვიტერის“ მიერ პირადი გვერდის დაბლოკვის შემდეგ, აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ სოციალური მედიის საკუთარი პლატფორმის შექმნას გეგმავს.

ამის შესახებ npr.org წერს

"ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები სხვა საიტებთან და მალე გავაკეთებთ განცხადებას.უახლოეს მომავალში საკუთარი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობებს განვიხილავთ. ჩვენ არ გავჩუმდებით!" , - თქვა ტრამპმა.

ტვიტების ყურადღებით შესწავლის შემდეგ, კომპანიამ გადაწყვიტა, შეუჩეროს ანგარიში ძალადობის შემდგომი გაღვივების რისკის გამო.

„ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, „ტვიტერს“ სიტყვის თავისუფლებასთან საერთო არაფერი აქვს“, – დაწერა დონალდ ტრამპმა პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე. მისი პოსტები მოგვიანებით წაიშალა.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის განცხადებით Twitter- მა მისი დაბლოკვით დადუმდა 75,000,000 დიდი პატრიოტი, ვინც მას არჩევნებში ხმა მისცა

როგორც კომპანია „ტვიტერმა“ განაცხადა, ტრამპის ანგარიშის ბოლოდროინდელი

მანამდე, დონალდ ტრამპს „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ საკუთარ ანგარიშზე წვდომა განუსაზღვრელი ვადით შეუჩერა.

.