წუხელ ღამით გონიოში მდებარე ორ სართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. აფეტქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.
დაშავებულთა შორის ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამივე დაზარალებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა. ერთი პირი უკვე გაწერილია. ერთის მდგომარეობა კი მძიმეა, რამდენიმე მოტეხილობა აღენიშნება.
როგორც ერთ-ერთი დაშავებულის ცნობით, აფეთქება სავარაუდოდ გაზის გამათბობელმა გამოიწვია. . მისივე თქმით, აფეთქებამდე მან და მისმა მეუღლემ გაზის სუნი იგრძნეს, რის გამოც გარეთ გამოვიდნენ და ბუნებრივი აირის მილების შემოწმება დაიწყეს.
როგორც ადგილობრივები ყვებიან, აფეთქებას ძალიან დიდი ხმა ჰქონდა, მათივე თქმით, როდესაც ერთ-ერთი სახლის მეპატრონე კიბეზე ადიოდა, კიბე ჩატყდა და დაშავებულმა მრავლობითი დაზიანება სწორედ ამის გამო მიიღო.