საქართველო და უკრაინა ბუნებრივი მოკავშირეები არიან და მათ უნდა მოაგვარონ ნებისმიერი უთანხმოება პირადად და არა მედიის საშუალებით, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მისი თმით, კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს.
„ვიცით, რომ კრემლი საქართველოსა და უკრაინის დაყოფას ცდილობს. ვიცით, რომ კრემლი ცდილობს ქართველების და უკრაინელების დაბნევას, ასე რომ საჯარო დავები მხოლოდ ეხმარება კრემლს თავისი ბინძური საქმის შესრულებაში. ვფიქრობ, რომ ყველანი უნდა ვიყოთ ძალიან კონცენტრირებულნი იმაზე რომ გავაკეთოთ ის, რაც საჭიროა ამ ომის დასასრულებლად“, - განაცახდა დეგნანმა.