კელი დეგნანი: პროპაგანდის კამპანიებს ვხედავთ, მიზანი ქართველი ხალხის დაბნევაა, ომში არ გითრევთ

პრობლემა მოდის დეზინფორმაციული კამპანიებით, რომლებიც უგულებელყოფს ან ამახინჯებს სიმართლეს. ვხედავთ ბევრ ასეთ კამპანიას საქართველოში, განსაკუთრებით რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაზე,-ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა. 

აშშ-ის ელჩის განცხადებით, ეს ქართველი ხალხის დაბნეულობისა და განხეთქილების შეტანისთვისაა გამიზნული.

„[დეზინფორმაციილი კამპანიები] ისინი შექმნილია იმისთვის, რომ ხალხი შეაშინოს. ასე რომ, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებს არავითარი ინტერესი არ აქვს რომ საქართველო ჩაითრიოს რაიმე ომში. ჩვენ არასდროს გვიცდია საქართველოს ომში ჩათრევა არც ამ, და არც სხვა რომელიმე ომში. ეს არის პროპაგანდა - იქნება ეს რუსეთიდან თუ სხვისგან, რომ დაადანაშაულონ ამერიკა საქართველოს ინტერესების, მისი სუვერენიტეტის ან დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოქმედებაში“, - აღნიშნა დეგნანმა.