უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში G20-ის შემოდგომის სამიტზე ჩავიდეს, თუ მას ვლადიმერ პუტინიც დაესწრება.
მისი თქმით, ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე უნდა იყოს და სამიტებში მონაწილეობა ონლაინ ფორმატში მიიღოს, თუმცა, თუ პუტინი სამიტზე ჩავა, უკრაინის დელეგაციას მოუწევს ზელენსკის ინდონეზიაში წასვლის აუცილებლობა განოხილოს.
მისივე თქმით, პუტინის მიწვევა და დასწრება ნებისმიერ სამიტზე, ნიშნავს, რომ ორგანიზატორები აკანონებენ რუსეთის პოზიციას, რომელიც თავს დაესხა სხვა სახელმწიფოს.
შეგახსენებთ, აპრილის ბოლოს, ინდონეზიის პრეზიდენტმა უკრაინა G20-ის სამიტზე მიიწვია. სამიტი 2022 წლის ნოემბერშია დაგეგმილი.