უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში მისთვის მნიშვნელოვანი. პოდოლიაკმა საქართველოსთან დაკავშირებით, „ამერიკის ხმასთან„ ინტერვიუში ისაუბრა.
რა განცხადებებსაც ვისმენთ საქართველოს მთავრობისგან. ერთი ისინი აცხადებენ, რომ თქვენ გსურთ საქართველოს ომში ჩართვა და მეორე, რომ არ წარმოგიდგენიათ არანაირი დამადასტურებელი იმისა, რომ ისინი თანამშრომლობენ მოსკოვთან, - მიმართა მას ჟურნალისტმა.
„სამხილი შეიძლება მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ.
დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება, იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ.
ხვდებით, რომ არცერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ომში ჩართვას. საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეგიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია.
საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას, არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ, რომ პირდაპირ თქვათ.
არამარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით.
თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში.
ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, [საქართველომ] უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ. ხაზს გავუსვამ იმას, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, მათი ოჯახი, მათი ბავშვები. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვალთ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს და სახლებს ვიცავთ. წარმოიდგინეთ თქვენს სახლში რომ შემოიჭრნენ და თქვენს თვალწინ თქვენს ბავშვებსა ან ცოლებზე იძალადონ.
იდგებით და იტყვით, რომ მოდით არ ჩავერევი, ეს ხომ სისულელეა. ამას ხომ არ გავარჩევთ. ამიტომ ვითარება შავ-თეთრია, არ არსებობს რუხი ფერები, აირჩიეთ ან თეთრი ან შავი, სულ ესაა“, - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი „ამერიკის ხმასთან“.