პოლონეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინის ომმა გამოავლინა სიმართლე რუსეთზე, ასევე ევროპაზეც

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ და განვითარებულმა მოვლენებმა რუსეთისა და ევროპის სახე სრულად გამოაჩინა.
 
„ბევრმა ევროპელმა ლიდერმა პუტინს თავი გააბრუებინა და დღეს ისინი შოკირებულნი არიან“, - ამის შესახებ მორავეცკიმ Euractiv განუცხადა. 
 
მისი შეფასებით, „ვისაც არ სურს იმის დანახვა, რომ პუტინის ქვეყანას იმპერიალისტური ტენდენციები აქვს, დღეს უნდა შეურიგდნენ იმ ფაქტს, რომ რუსეთში მე-19, მე-20 საუკუნის დემონები გაცოცხლდნენ, ესენია: ნაციონალიზმი, კოლონიალიზმი და ტოტალიტარიზმი“.
 
ამასთან, მორავეცკის თქმით, ომმა უკრაინაში „გაამხილა სიმართლე ევროპის შესახებ“, დასავლეთმა „გონივრული აქტივობის შენარჩუნების ნაცვლად, მიმართა გეოპოლიტიკურ ძილს, ამჯობინა არ დაენახა მზარდი პრობლემები“, - ხაზგასმით აღნიშნა მორავეცკიმ.
 
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „პოლონეთს არ აქვს მონოპოლია ჭეშმარიტებაზე, მას გაცილებით მეტი გამოცდილება აქვს რუსეთთან ურთიერთობაში, ვიდრე სხვა ქვეყნებს“.
 
კერძოდ, პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის აზრზე, რომელმაც თავის დროზე განაცხადა, რომ „რუსეთი საქართველოს არ შეყოვნდება, არამედ უფრო მეტს ხელყოფს. მაშინ მათ არ გაიგეს“. და ის ფაქტი, რომ „პოლონეთის ხმა იგნორირებულია“, ამის გამო „ევროკავშირი აღმოჩნდა უფრო ფართო პრობლემების წინაშე“.
 
„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად უნდა იმოქმედონ“, ხაზგასმით აღნიშნა პოლონეთის პრემიერმა. მისი აზრით, „ევროკავშირის მიერ შემდგომ სფეროებში ერთსულოვნების პრინციპის მიტოვება გვაახლოებს მოდელთან, რომელშიც უფრო ძლიერი და დიდი დომინირებს სუსტზე და პატარაზე“.