ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა და 16 ტონა სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია

ქართველმა ათლეტმა ბაგრატ ჟღენტმა გინესის რეკორდი დაამყარა და უმძიმესი სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია.

ბაგრატ ჟღენტმა მსოფლიოში ამ დრომდე დაფიქსირებული რეკორდი გაზარდა. ახალი შედეგის მიხედვით ჟღენრმა – 16 ტონა სახმელეთო ტრანსპორტი კბილებით გასწია.

აქამდე რეკორდი დამყარებული ეგვიპტელ ათლეტს ჰქონდა. ბაგრატ ჟღენტის წინამორბედმა 15 ტონისა და 730 კილოგრამის სახმელეთო ტრანსპორტის გაწევა შეძლო.