ყველა დროის ერთ-ერთმა უდიდესმა სპორტსმენმა სერენა უილიამსმა გამოაცხადა, რომ პროფესიულ ჩოგბურთს ტოვებს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კარიერას აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ, 11 სექტემბერს დაასრულებს. მიზეზი ოჯახის გაფართოებაა, პირველი შვილი სერენა უილიამსს 2017 წელს შეეძინა.
სპორტსმენი აღიარებს, რომ ცდილობს, ეს ნაბიკი მისთვის ძალიან მტკივნეული არ იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს ძალიან უჭირს.
„მე არასოდეს მომწონდა სიტყვა - „პენსიაზე”. შესაძლოა, საუკეთესო სიტყვა იმის აღსაწერად, რასაც ვაპირებ, ევოლუციაა. ჩოგბურთისგან შორს მივდივარ, გადავერთვები სხვა საკითხებზე, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - ამბობს სერენა უილიამსი ჟურნალ Vogue-სთან.
სერენა უილიამსმა კარიერაში 73 ტიტული მოიგო. ოთხგზის ოლიმპიური ოქროს მედალოსანმა 94,5 მილიონ დოლარზე მეტი საპრიზო თანხა გამოიმუშავა.