ინდოეთში, მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ახალშობილი დაიღუპა

ინდოეთში, მაჰარაშტრას საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად, ათი ახალშობილი დაიღუპა. ამის შესახებ იმფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც საავადმყოფოს წარმომადგნლები აცხადებენ, 17 ახალშობილიდან მხოლოდ შვიდი ახალშობილის გადარჩენა მოხერხდა.

მაჰარაშტრას შტატის მთავარმა მინისტრმა მომხდარის გამოძიების ჩატარების განკარგულება გასცა.

საავადმყოფოში ხანძართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.