საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ უკრაინა მიიღებს იმდენ დახმარებას, რამდენიც სჭირდება.
ლიდერებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. მაკრონმა და ჯონსონმა განაცხადეს, რომ უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხზე თანამშრომლობას განაგრძობენ.
მხარეებმა ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიით გამოწვეული სასურსათო კრიზისი. ამასთან, საუბრისას ლიდერები დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის ურთიერთობებს შეეხნენ.