რუსეთის არქტიკაში, სამთო-სათხილამურო კურორტზე ზვავის ჩამოწოლის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც პარასკევს, არქტიკულ ქალაქ ნორილსკთან, სათხილამურო კურორტზე ზვავი ჩამოწვა, განაცხადა რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ადგილობრივმა ფილიალმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა 242 ადამიანი და 29 მანქანა.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად, ორი მოზრდილის და ერთი მცირეწლოვანის გვამები იპოვეს. ასევე მოყინვის სიმპტომებით საავადმყოფოში მოათავსეს 14 წლის ბიჭი.