საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

მთლიანობაში, გარდაცვლილია 31 ადამიანი.

გარდაცვლილი 3 პაციენტიდან ორი აჭარაში, ერთი კი თბილისში მკურნალობდა.

გარდაცვლილთაგან ორი 65 და 70 წლის მამაკაცები, ერთი კი 57 წლის ქალია.

სამივე მათგანს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.