საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მეუღლეს, ბრიჯიტ მაკრონს კორონავირუსი 24 დეკემბერს დაუდასტურდა. თუმცა, ამის მიუხედავად სხვადასხვა აქტივობაში მაინც ერთვებოდა. ინფორმაციას, ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
რადიო Europe 1-ის ცნობით, საფრანგეთის პირველ ლედის COVID-19 24 დეკემბერს დაუდგინდა და მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მან განმეორებითი ტესტი 30 და 31 დეკემბერს ჩაიტარა და ტესტებმა, ამჯერად, ვირუსზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
თავად საფრანგეთის პრეზიდენტს კორონავირუსი 17 დეკემბერს დაუდგინდა და 24 დეკემბრამდე, ვიდრე ვირუსისგან არ განიკურნა, თვითიზოლაციაში იყო.