უკრაინა: რუსეთის საგუშაგოზე, ვასილივკაში ევაკუაციის მოლოდინში ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

რუსეთის მიერ კონტროლირებად საგუშაგოზე ვასილივკაში ათი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რომლებიც უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ევაკუაციის რიგს ელოდნენ.

მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ „დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა და 10-ს მიაღწია.

„ამაოდ ელოდნენ ევაკუაციას. საგუშაგოზე ევაკუაციის რიგში 1000-ზე მეტი მანქანა იყო“, - განაცხადა ფედოროვმა.

მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ევაკუაციის პროცესს ორი დღის განმავლობაში აფერხებდნენ.

შეგახსენებთ, რომ მშვიდობიანი მოქალაქეები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვასილივკის გავლით მიემგზავრებიან.