იმ მოქალაქეებს, რომელთაც კომუნალური სუბსიდირება ეხებათ, თუმცა შეღავათით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება 11 იანვრამდე შეუძლიათ

იმ მოქალაქეებს, რომელთაც კომუნალური სუბსიდირება ეხებათ, თუმცა შეღავათით სარგებლობა არ სურთ, უარის დაფიქსირება 11 იანვრამდე შეუძლიათ. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგებისმარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში - 200 კუბურ მეტრს.

სემეკის განცხაებით, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე, სუბსიდირება შეეხოთ.