აშშ-ის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის გენერალური პროკურატურის კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა.
პოლიტიკოსის თქმით, მან ყველა მოქალაქისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებებითა და პრივილეგიებით ისარგებლა.
ტრამპის განცხადება მას შემდეგ გახმაურდა, რაც აშშ-ის ექსპრეზიდენტი ნიუ-იორკის გენერალური პროკურორის ლეტიცია ჯეიმსის ოფისში მივიდა, რათა ჩვენება მიეცა საქმეზე, რომელიც Trump Organization-ში სავარაუდო ფინანსურ თაღლითობას ეხებოდა.
ტრამპის კომპანია, სესხის აღების მიზნით აქტივების ღირებულების ხელოვნურად გაბერვაშია ეჭვმიტანილი. რესპუბლიკელი ტრამპი უარყოფს ბრალდებებს და მიმდინარე გამოძიებას დემოკრატების მიერ ინიცირებულ „ჯადოქრებზე ნადირობას“ უწოდებს.
9 აგვისტოს ფლორიდაში ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩხრეკა ჩატარდა. ტრამპი ამტკიცებს, რომ ჩხრეკა - ისევე როგორც მის წინააღმდეგ მიმდინარე სხვა გამოძიება პოლიტიკურადაა მოტივირებული და მისთვის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაში ხდელის შეშლას ისახავს მიზნად.