კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ, ამერიკელების 57 პროცენტი დონალდ ტრამპის პრეზიდენტის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გადაყენებას ემხრობა. ამის შესახებ Reuters-ის და Ipsos-ის მიერ ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სოციოლოგიური გამოკითხვა 7 და 8 იანვარს ჩატარდა.
კვლევის თანახმად, იმ ადამიანებს შორის, ვინც ნოემბრის არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცა ხმა, ათიდან შვიდი რესპონდენტი მოქმედი პრეზიდენტის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრის წინააღმდეგ გამოდის.
ამასთანავე, გამოკითხულთა 70%-მდე უარყოფითად აფასებს ტრამპის ქმედებებს 6 იანვრის მოვლენებამდე, რა დროსაც მან აქციაზე მხარდამჭერებს კაპიტოლიუმისკენ მსვლელობის გამართვისკენ მოუწოდა.