ინდონეზიაში, რადარებიდან გაუჩინარებული სამგზავრო „ბოინგი 737“-ის ნამსხვრევები, სავარაუდოდ, ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფრომაციას, ადგილბრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეთევზეებმა წყალში კაბელები და მეტალის ნაწილები იპოვეს.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი, რომლის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რადარებიდან გაუჩინარდა.