ჯუანშერ ბურჭულაძე მიხაილო პოდოლიაკის განცხადებაზე: არაერთხელ ვცადეთ, რომ ჩვენს უკრაინელ ძმებთან პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო

ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან - ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, სწორი არ არის, - ასე შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადება, რომლის მიხედვითაც „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ“.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან. ის ნარატივი, რაც ჩვენ მიმართ დღეს მიმდინარეობს, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის“, - განაცხადა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკს "მთავარ არხთან" განაცხადა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ.

"საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ", - განაცხადა პოდოლიაკმა.