16 იანვრიდან ინდოეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას დაიწყებენ

16 იანვრიდან ინდოეთში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენებას დაიწყებენ. ნათქვამია ინდოეთის მთავრობის განცხადებაში. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ინდოეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ მიმდინარე წელს, პირველი 6-8 თვის განმავლობაში, 1,35 მილიარდი ადამიანიდან 300 მილიონს უფასოდ გაუკეთდებათ ვაქცინა.

ინფიცირებულთა რაოდენობით ინდოეთი, აშშ-ის შემდეგ, მეორე ქვეყანაა. ინდოეთმა შეიმუშავა Covid-19-ის საწინააღმდეგო ორი ადგილობრივი ვაქცინა.

ინდოეთის წამლის მარეგულირებელმა კომისიამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისათვის უკვე დაადასტურა.

Covishield, რომელიც შეიქმნა AstraZeneca-ს და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ და Covaxin, რომელიც ადგილობრივი კომპანიის Bharat Biotech- ისა და სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ არის წარმოებული.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში ვირუსის 18,222 ახალი შემთხვევა დააფიქსირა, საერთო ჯამში ინფიცირებულტა რაოდენობა 10,43 მილიონის შეადგენს.