„რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„რუსული ტერორის რეგულარული გამოვლინება, ისევე როგორც მიკოლაივსა და ხარკოვზე თავდასხმები, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აუცილებელია უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა. რაც უფრო ძლიერი იქნება ჩვენი იარაღი და რაც უფრო დიდი იქნება მათი გამოყენების დიაპაზონი, მით უფრო მალე დასრულდება ეს სასტიკი ომი“, - ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსეთის ძალებმა უკრაინის დნიპროპეტროვსკის ოლქი „გრადებით“ დაბომბეს. ნიკოპოლში ორი ადამიანი დაიღუპა, შვიდი კი, დაშავდა. დაშავებულთა შორის არის 13 წლის ბავშვი.
დნიპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტებმა 120 რაკეტით ოლქის ოთხ რაიონზე მიიტანეს იერიში.