Netflix-ზე ქართველი მწერლის, მხატვრისა და რეჟისორის, რეზო გაბრიაძის ფილმი „ჰარი-ჰარალე, დედაო!“ („დედა, იცი, სად ვიყავი?“) დაიდო.
ნამუშევარი ამერიკის კინოგაქირავებაში "REZO"-ს სახელით ჩაეშვა.
საიტზე მითითებულია, რომ ფილმი ავტობიოგრაფიულია და ანიმაციური დოკუმენტალისტიკის ჟანრს წარმოადგენს. ფილმი ადამიანობას, სიკეთეს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხება.
ანიმაციური ფილმი 2018 წელს, თავად გაბრიაძის მოთხრობების მიხედვით შეიქმნა და მისი რეჟისორი რეზო გაბრიაძის შვილი, ლევან გაბრიაძეა. პროდიუსირება კი თემურ ბექმამბეტოვის სტუდია Bazelevs-ს ეკუთვნის.
მულტფილმის მთავარი გმირი ხვდება ლენინს, მენდელეევსა და სტალინს, ასევე ამარცხებს ჰიტლერს.
აღნიშნული ანიმაცია 2019 წელს საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მულტფილმების კატეგორიაში „ოსკარის“ ნომინანტებს შორის მოხვდა.
რეზო გაბრიაძე ფილმების „მიმინო“ და „ქინ-ძა-ძა!“-ს სცენარისტია. მან ასევე 1981 წელს თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა.