დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა ხუთშაბათს გამოაცხადა, რომ დანიამ დამატებით, 110 მილიონ ევროს (113,7 მილიონი აშშ დოლარი) გამოუყოფს უკრაინას „იარაღის, აღჭურვილობისა და წვრთნებისთვის“.
„იმედი მაქვს, რომ ჩვენ დღეს აქ შევთანხმდებით კიდევ უფრო მეტ წვლილზე. რა თქმა უნდა, დანია მზადაა, თავისი წილი ვალდებულება შეასრულოს“, - განაცხადა ფრედერიკსენმა კოპენჰაგენში დონორთა საერთაშორისო კონფერენციაზე.
დანიის დედაქალაქში გამართულ კონფერენციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი და უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც ესწრებოდნენ. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი ასევე ვირტუალურად გამოჩნდა და მონაწილეებს მადლობა გადაუხადა.