პარტია „ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების" სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ფრიდონ ინჯია აირჩიეს.

„ჩვენი პარტიის მიზანი, პირველ რიგში, იქნება მოსახლეობის ინტერესების დაცვა, ქვეყნის ტერიტორიის აღდგენა, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მშენებლობა, ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა, სოციალურ ეკონომოკური პრობლემების გადაჭრა, საქართველოს ევროატლანტიკური მიმართულების მხარდაჭერა და მეზობელ სახელმწიფოებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დამყარება და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა", - განაცხადა ყრილობაზე ინჯიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში პარტია „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიით შესულმა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ, სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობის შემდეგ „პატრიოტთა ალიანსი" დატოვა და ახალი პარტიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა.

ფრიდონ ინჯია პარლამენტში მას შემდეგ შევიდა, რაც „პატრიოტთა ალიანსის" პარტიული სიის სამმა წევრმა სადეპუტატო უფლებამოსილებაზე უარი თქვა.