თბილისის მერის კალაძის თქმით, თბილისის ზღვის გარკვეულ მონაკვეთზე ამკრძალავი ბანერები უსაფრთხოების მიზნით დამონტაჟდა, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა.
კახა კალაძემ საზოგადოებას მოუწოდა, იმ ადგილებში არ იბანაონ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული.
„ეს პროექტი დედაქალაქის მერიამ განახორციელა, რადგან სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში თბილისის ზღვაზე ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ამ ადგილებში არასდროს არ იყო დაშვებული ბანაობა. შესაბამისად, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებას მაქსიმალურად მოვუწოდოთ, სადაც ამკრძალავი ბანერებია განთავსებული, იქ არ იბანაონ“, -განაცხადა კალაძემ.