ტაივანის ხელისუფლებამ უარყო ჩინეთის მიერ შეთავაზებული მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“, რომელიც ჩინეთთან ტაივანის გაერთიანებას ითვალისწინებს.
„ტაივანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ იდეას. მხოლოდ ტაივანის მოსახლეობას შეუძლია, საკუთარი მომავალი განსაზღვროს“, - ამის შესახებ ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჯოან ოუმ განაცხადა.
ტაივანის ჩინეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხს „ერთი ქვეყანა - ორი სისტემის“ საფუძველზე, ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს მიერ 10 აგვისტოს გამოქვეყნებული „თეთრი წიგნი“ შეიცავდა. სადაც აღნიშნულია, რომ ტაივანისა და ჩინეთის შეერთება „გარდაუვალია“ და პეკინი საკითხის ძალისმიერი მეთოდით გადაჭრას არ გამორიცხავს.
ტაივანის გარშემო ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც კუნძულს სახელმწიფო ვიზიტით აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ნენსი პელოსი ეწვია. შედეგად, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო და სანქციები დააანონსა.
მოდელი „ერთი ქვეყანა - ორი სისტემა“ ჰონგკონგში მოქმედებს, რომელიც ჩინეთის შემადგენლობაში 1997 წელს შევიდა.