კამერუნში ტერორისტულ თავდასხმებს 18 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ კამერუნში, ერთ დღეში მომხდარ რამდენიმე ტერორისტულ თავდასხმას 18 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ამის შესახებ Anadolu ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მშვიდობიანი მოქალაქეებიც არიან.

თავდასხმები მოხდა მაიო-სანაგას განყოფილებაში, ჩრდილოეთით და დასავლეთ კამერუნში.

მთავრობამ "მკაცრად" დაგმო თავდასხმები და გამოძიება უკვე დაიწყო.

კამერუნის კომუნიკაციების მინისტრის განცხადებით, ამ თავდასხმაში ოთხი ჯარისკაცი და ჟურნალისტი მოკლეს.