რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ლუგანსკის რეგიონის ოკუპირებულ ნაწილს ეწვია და დე ფაქტო ლიდერებს შეხვდა.
მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის სახელით გამართა შეხვედრა, რომელიც „მიეძღვნა პრიორიტეტულ ზომებს „რესპუბლიკების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“.
მისივე თქმით, შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის ფედერაციის პროკურორი იგორ კრასნოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, შინაგან საქმეთა მინისტრი ვლადიმერ კოლოკოლცევი, FSB-ის დირექტორი ალექსანდრე ბორტნიკოვი, საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბასტრიკინი და სხვა პირები.