საქართველოსა და თურქეთის გავლით იტალიამ აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფრომაციას Trend.az ავრცელებს.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, 2020 წლის 31 დეკემბერს აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში დაიწყო ტრანს-ადრიატიკის გაზსადენით. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი მილსადენებით გაატარა ევროპულ ბაზარზე .
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ტრანს-ადრიატიკული მილსადენი“ ბუნებრივ აირს უკვე ატარებს და „სამხრეთის გაზის კორიდორი“ სრულად ამუშავდა.