დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, რომ ძლიერი ჯარი, ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დიდგორობის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„როგორც დიდგორის ბრძოლამ დაგვანახა, ძლიერი ჯარი ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. სწორედ ამიტომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერად აქტიურად ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის. ჩვენი ძალისხმევით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყნის ერთიანობისა და კეთილდღეობისთვის“, - აღნიშნა ბურჭულაძემ.
ცნობისთვის, დიდგორის ბრძოლა დავით აღმაშენებლის მეთაურობით 1121 წელს მოხდა. აღნიშნული თარიღი საქართველოს ისტორიაში ბრძოლისა და თავდადების სიმბოლო გახდა.