დედოფალმა ელისაბედ მეორემ და პრინცმა ფილიპმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთეს

ბუკინგემის სასახლის განცხადებით, დედოფალმა ელისაბედ მეორემ და ედინბურგის ჰერცოგმა ფილიპმა Covid-19 ვაქცინა გაიკეთეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამეფო წყაროს თქმით, ვაქცინაცია ჩატარდა შაბათს, უინძორების სასახლეში. მისივე თქმით, სამომავლოდ სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, დედოფალმა გადაწყვიტა, მისთვის ვაქცინის გაკეთების შესახებ, ყველამ გაოგოს.

94 წლის დედოფალი და 99 წლის პრინცი ფილიპი დიდ ბრიტანეთში დაახლოებით იმ 1.5 მილიონ ადამიანს შორის არიან, რომლებსაც ამ დროისთვის კოვიდის ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზა აქვთ გაკეთებული.

დიდ ბრიტანეთში 80 წელს გადაცილებული ადამიანები იმ პრიორიტეტულ ჯგუფებს შორის არიან, რომლებსაც პირველად უტარდებათ ვაქცინა.