მექსიკის დედალქალაქის მეტროს შტაბბინაში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც ოფიციალურმა წარმომადგენლება განაცხადეს, ხანძარი შაბათს, გვიან ღამით გაჩნდა. მაღალსართულიანი შენობის სახურავიდან კვამლი გამოდიოდა. ძლიერმა დაკვამლიანებამ მინიმუმ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენიმე მსუბუქად დაშავდა.
დედაქალაქის მეტროს ექვსი ხაზი, ხანძრის გამო, გათიშული იყო.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ხაზების გაუმართაობის შედედაგ გაჩნდა.
დედაქალაქის მერმა კლაუდია შეინბაუმმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ცეცლი გამთენიისას" პრაქტიკულად ჩააქერეს".
მისი თქმით, პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელიც სავარაუდოდ, ცეცხლში ჩავარდა, გარდაიცვალა. 30 ადამიანი კი ადგილობრივ საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ძირითადად, კვამლის ინჰალაციის გამო.