უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომის პაპ ფრანცისკეს, სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულებზე ელაპარაკა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Twitter-ზე დაწერა.
„ვესაუბრე პონტიფიკოსს. მივაწოდე ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის აგრესიისა და სასტიკი დანაშაულების შესახებ უკრაინაში. ჩვენ მადლობელნი ვართ, რომ ის ლოცულობს უკრაინისთვის. ჩვენს ხალხს სჭირდება მსოფლიო სასულიერო ლიდერების მხარდაჭერა, რომლებმაც მსოფლიოს უნდა უთხრან სიმართლე იმ საშინელებებზე, რაც აგრესორმა უკრაინაში ჩაიდინა“, - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ რომის პაპი ფრანცისკე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთს 13-15 სექტემბერს ეწვევა.