საფრანგეთის ქალაქ მარსელში, Covid-19-ის შემთხვევების ზრდის თავიდან აცილების მიზნით, კომენდანტის საათი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას, ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.
მარსელი შეუერთდება საფრანგეთის ისეთ ქალაქებს, როგორიცაა სტრასბურგი და დიჟონი, და კომენდატის საათი 20:00 საათის მაგივრად 18:00 საათზე დაიწყება და დილის 06:00 საათამდე გაგრძელდება.
ამ დროისთვის პარიზში კომენდანტის საათები არ შეცვლილა, ის 20:00 საათიდან 06:00 საათამდე გრძელდება. თუმცა მთავრობამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს უფრო მკაცრი წესების შემოღებას, თუ COVID-19 სიტუაცია საფრანგეთში გაუარესდება.