საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია

დღეს საპატრიარქოში ჩატარებული ყველა PCR ტესტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დღეს საქართველოს საპატრიარქოში რ. ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის (ლაბორატორია) წარმომადგენლებმა საპატრიარქოს თანამშრომლებს PCR ტესტირება ჩაუტარეს.

გვინდა, გაცნობოთ, რომ საპატრიარქოში ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი ნეგატიურია." - ნათქვამია განცხადებაში.