ხმელთაშუა ზღვაში NATO-ს წვრთნები დასრულდა. წვრთნები თავსებადობისა და კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად ჩატარდა.
მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი მართვადი რაკეტების გამანადგურებელი - USS Forrest Sherman-ისგან, ესპანეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - Almirante Juan de Borbon-სგან, თურქეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - TCG Kemalreis-სა და საბერძნეთის საზღვაო ძალების ფრეგატ - HS Kountouriotis-სგან შედგებოდა.
ალიანსის განცხადებით, SNMG2-ის წევრებმა შეასრულეს უნიკალური და ტაქტიკური ღონისძიებები, როგორიცაა, ცეცხლსასროლი იარაღის წვრთნები, ელექტრონული ომის წვრთნები, საჰაერო თავდაცვის წვრთნები და საკომუნიკაციო წვრთნები.
NATO-ს საზღვაო ჯგუფი (SNMG2) არის მრავალეროვნული ინტეგრირებული სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ალიანსის უწყვეტ საზღვაო შესაძლებლობებს, რათა შეასრულოს ამოცანების ფართო სპექტრი, მათ შორის, წვრთნები და რეალური მსოფლიო ოპერაციები კრიზისისა და კონფლიქტის პერიოდში.
NATO-ს სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურებმა მადრიდში 29 ივნისს დაამტკიცეს ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელშიც ასახულია ალიანსის პრიორიტეტები, ძირითადი ამოცანები და მიდგომები მომდევნო ათწლეულისთვის.
სტრატეგიული კონცეფცია აღწერს უსაფრთხოების გარემოს, რომლის წინაშეც დგას ალიანსი, კიდევ ერთხელ ადასტურებს NATO-ს ღირებულებებს და ასახავს ალიანსის მთავარ მიზანს კოლექტიური თავდაცვის უზრუნველსაყოფად. ასევე აყალიბებს NATO-ს სამ ძირითად ამოცანას - შეკავება და თავდაცვა; კრიზისის პრევენცია და მართვა; და კოოპერატიული უსაფრთხოება.