უკრაინამ ხერსონში სახმელეთო მარშრუტები გაანადგურა, რუსეთი თავის ჯარს საბრძოლო მასალით ვეღარ ამარაგებს - ISW

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის რეგიონში გაანადგურეს სახმელეთო მარშრუტები, რაც ხელს შეუშლის რუსეთის ფედერაციას, მხარი დაუჭიროს თავის ჯარებს საწვავით, საბრძოლო მასალითა და მძიმე ტექნიკით. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტუტის ანგარიშშია აღნიშნული.

„რუსულ ძალებს აღარ შეუძლიათ მექანიზებული ოპერაციების მხარდაჭერა, სამხედრო სტრატეგიაში საიმედო სახმელეთო კომუნიკაციების ხაზების გარეშე. საბრძოლო მასალის, საწვავის და მძიმე აღჭურვილობის შეტანა, რომელიც საჭიროა შეტევითი ან თუნდაც ფართომასშტაბიანი თავდაცვითი ოპერაციებისთვის, შეუძლებელი თუ არა, არაპრაქტიკულია,   - ნათქვამია აშშ-ს ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული ძალებისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი ხიდები, რომლებიც მძიმე ტექნიკის ან მარაგის გადასატანად გამოიყენებოდა.

„გაიზარდა რუსი სამხედრო ტყვეების რაოდენობა და დასავლეთ ხერსონში ტრანსპორტირებული ახალი მძიმე ტექნიკა აღარ შეინიშნება“, - აღნიშნავს ISW.