ერევანში, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში" აფეთქება მოხდა. ამის შესახებ სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო იუწყება.
წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 20 ადამიანი, დაღუპულია ერთი მოქალაქე.
წინასწარი მონაცემებით, პიროტექნიკის საწყობში ხანძარი გაჩნდა და შემდეგ აფეთქება მოხდა. სამსართულიანი სასაწყობო შენობა ჩამოინგრა. ამ დროისთვის ადგილზე მაშველი მუშაობენ.