19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34, 39 გრადუსი) შენარჩუნდება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მისივე ცნობით, 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.