საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრებმა World Rugby მსოფლიო სერიის შესარჩევის ნახევარფინალში მასპინძელ ჩილეს 31-14 მოუგო და ფინალში გავიდა. ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი Facebook-ზე ავრცელებს.
ფინალში საქართველო ურუგვაისა და გერმანიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.