დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

დედის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ახალგაზრდისა და მისი მეგობრისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს.

 გამოძიების ინფორმაციით, არასრულწლოვანმა საკუთარი დედა დანით მოკლა. 

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არასრულწლოვანმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 34 წლის დედას, ცივი იარაღით, სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

 

დანაშაულები 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.