ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში, აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა

აფეთქების შედეგად სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა ეკვადორის ქალაქ გუაიაკილში. აფეთქებისას რვა სახლი და ორი ავტომობილი განადგურდა.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, თავდასხმის სამიზნეს კუკარაჩასა და ჯუნიორის ზედმეტსახელით ცნობილი პირები წარმოადგენდნენ.

ამასთან, მომხდარის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.