ნორვეგიის მთავრობამ ქვეყანაში სახელგანთქმული ლომვეშაპის, „ფრეიას“ ევთანაზია განახორციელა. მანამდე, საზოგადოებას მოუწოდა, მისთვის თავი აერიდებინათ.
ნორვეგიის მეთევზეობის დირექტორატის გენერალურმა დირექტორმა, ფრენკ იენსენმა გადაწყვეტილება ადამიანების უსაფრთხოების მოტივით ახსნა.
„ევთანაზიის გადაწყვეტილება მიღებულია ადამიანის უსაფრთხოებისთვის მუდმივი საფრთხის შეფასების საფუძველზე“, - აღნიშნა ფრენკ იენსენმა.